NDI-ის კვლევა

NDI: ნარმანია 41%-ს მოსწონს, მელია - 15%-ს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 41%-ს ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მოსწონს. კვლევაში მონაწილეთა 19%-ს არ მოსწონს ნარმანია, 27%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო 8%-ს საერთოდ არ სმენია მის შესახებ.

ამასთან, დავით ნარმანიას, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის საქმიანობას აპრილში გამოკითხულთა 25% აფასებს "კარგად" ან "ძალიან კარგად", 41% - საშუალოდ, 11% - ცუდად. 

რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას, ის გამოკითხულთა 15%-ს მოსწონს, 33%-ს არ მოსწონს, კვლევაში მონაწილეთა 22%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო 26%-ს საერთოდ არ სმენია მის შესახებ.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები