საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას - 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. თანხა გათვლილი იქნება საჯარო დაწესებულებების, მოქალაქეთა და ბიზნესის დასახმარებლად, რათა მათ მიიღონ ის სარგებელი და შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, ევროკავშირის ბაზარზე წვდომის ჩათვლით.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებით, "საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ურთიერთობების შეცვლის ერთგული რჩებიან, ერთობლივად გაზიარებული ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით. ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმება ამ ცვლილებებს შესაძლებელს გახდის და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით ახალ პერსპექტივებს გახსნის. ამ პროცესში კი ჩვენი დახმარება გაგრძელდება".

საქართველო და მოლდოვა დახმარების სახით 30-30 მილიონ ევროს მიიღებენ.

 

კომენტარები