ბობ ჰოსკინსის გარდაცვალება

მსახიობი ბობ ჰოსკინსი გარდაიცვალა

davidicke.com

მსახიობი ბობ ჰოსკინსი ფილტვების ანთებით 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფილმების ”ვინ დაასმინა კურდღელი როჯერი”, ”კაუჭი” და ”სუპერ მარიოს” ვარსკვლავი ბობ ჰოსკინსი, 1986 წელს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარზეც იყო ნომინირებული. სხვადასხვა დროს ჰოსკინსი რობერტ ზემეკისთან, ტერი გილიამთან და სტივენ სპილბერგთან თანამშრომლობდა. 

მისი ბოლო კინოროლი 2012 წელს ფილმში ”ფიფქია და მონადირე” შედგა. ექიმებმა მას პარკინსონის დაავადება დაუდგინეს, რის შემდეგაც ის კინოდან წავიდა. 

კომენტარები