რელიგია

გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში მეჩეთი გადაწვეს

გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში მეჩეთი დაწვეს - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი რადიო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სოფელში შელაპარაკების დროს ორჯუა ამირასლანოვა მოკლეს. ჩხუბის დროს მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილმა ამირასლანოვამ თავი მეჩეთს შეაფარა და მიყენებული ჭრილობებით სწორედ აქ გარდაიცვალა. მოკლულის ოჯახის წევრებმა მისი დაკრძალვის შემდეგ მუღანლოს მეჩეთი გადაწვეს.

ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ნინო ცხადაძე ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მუხლი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები