ჟურნალისტების დაკავება

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებულია ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

TV3-ის ცნობით, გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია. უწყებაში აცხადებენ, რომ მისიას ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით მიეწოდა.

კომენტარები