უკრაინის შესახებ სერიოზული მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. გერმანია მხარს დაუჭერს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთი უკრაინის რეგიონების ანექსიას შეეცდება. შეერთებული შტატები უკრაინაში ბოლო დღეებში მომხდარი არეულობების უკან რუსეთის ხელს ხედავს. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ისევ დაძაბულობაა. პრორუსი აქტივისტების ხელში რჩება დონეცკის ადმინისტრაციული შენობა, ასევე სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს შენობა ქალაქ ლუგანსკში. ძალოვნების ინფორმაციით, შენობაში მყოფი ამბოხებულები შეიარაღებულები არიან.
tbl.ge/1la
დაკოპირდა




