1989 წლის 9 აპრილი

ალასანიამ და გენშტაბის უფროსმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ირაკლი ალასანიამ 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა - "ეს დღე არის მთელი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პატივი მივაგოთ იმ მოქალაქეებს, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის თავი შესწირა 25 წლის წინ. ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღეს ისევე ძალიან მგრძნობიარეა ეს ჭრილობები, როგორც 25 წლის წინ. სამხედროებისთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის ეს მოქალაქეები არის ის მაგალითი და ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ არასოდეს არ უნდა დავწიოთ ქვემოთ".

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ 9 აპრილს ყველა მოქალაქემ პატივი უნდა მიაგოს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე შესწირეს.

"ტკივილნარევი სიხარულის დღეა. ეს იყო ის პირველი ნაბიჯები, რომელიც ქართველმა ერმა გადადგა დამოუკიდებლობისთვის. მოქალაქეებისგან პატივი ნამდვილად მისაგებია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც თავისი სიცოცხლე გასწირეს ქვეყნისთვის", - თქვა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები