თეორემა

ხელისუფლების იანუკოვიჩიზაცია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭიკაიძემ საქართველოში ოპოზიცია ევრომაიდნის გამეორებისა და სახელმწიფო გადატრიალებისათვის მზადებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს რომ მთავრობა გამალებული იანუკოვიჩიზაციის გზას დაადგა და მოახლოებული არჩევნებისთვის პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღით ემზადება.

ჭიკაიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა საბურავებს იმარაგებს და მომიტინგეთა დახოცვას აპირებს (ამით იმეორებს იმას, რასაც იანუკოვიჩი ამბობდა თავის მოწინააღმდეგეებზე). ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ დესტაბილიზაციაზე საუბრით მთავრობა ინვესტორებს აფრთხობს და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას აყენებს.

ინტერვიუში მინისტრი სხვა საკითხებზეც საუბრობს - ის არასამთავრობო ორგანიზაციებს სიცრუესა და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, დანაშაულის სტატისტიკას აყალბებდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ადამიანებს დღესაც ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებენ. როგორც მიხვდით, დღევანდელ თეორემაში ერთი შეხედვით სიტყვაძუნწი მინისტრის ვრცელ ინტერვიუს მიმოვიხილავთ.

სტუმრები: ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე, გიორგი მშვენიერაძე, თორნიკე შარაშენიძე და ირმა ნადირაშვილი.

კომენტარები