ლევან ვასაძის წერილი

ვასაძე: ზოგი დასავლელი პოლიტიკოსების ჭიჭყინსაც სასამართლოში ვუპასუხოთ

დასავლეთს ძალიან სჭირდება საქართველო ამ რეგიონში, იქნებ არანაკლებ, ვიდრე საქართველოს - დასავლეთი. ამიტომ ჩვენი კანონები დავიცვათ, სამართალი აღვადგინოთ და იმედია, კანონის მოყვარული დასავლეთიც გაგვიგებს. თუ სააკაშვილის კორუმპირებული რეჟიმის მიერ ანგაჟირებული რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსი არ შეწყვეტს ჭიჭყინს დასავლურ პრესაში, სასამართლოებში მათაც გავცეთ პასუხი.  მაგალითად, აშშ-ში მოქმედებს კონგრესის მიერ ჯერ კიდევ გასულ ათასწლეულში მიღებული Foreign Corrupt Practices Act, რომელიც უცხოურ კორუფციაში მხილებული ამერიკელი მოქალაქეების სისხლის სამართლის პასუხისგებას ითვალისწინებს ამერიკული კანონმდებლობით. მსგავსი სამართლებრივი ნორმები არსებობს დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოშიც. 

აღნიშნავს ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაზეთ კვირის პალიტრაში გამოქვეყნებულ წერილში - სამართლიანობის აღდგენა.

კომენტარები