ლევან ვასაძის წერილი

ვასაძე: რა არის ერთ წელში ორი კინკილა მერაბიშვილისა და ახალაიას დაკავება?

აგერ, სააკაშვილის სასამართლო 330 000 კაცის უკანონო დატუსაღებასა და გაწეწვას მოერია და ახალი ბიუროკრატია იმ ბანდის კანონით გასამართლებას ვერ უნდა მოერიოს, ვინც ეს ხალხი აწამა? აბა, რისთვის აირჩია ხალხმა ახალი მთავრობა? მხოლოდ იმისათვის, რომ ტერორი შეწყვეტილიყო? როდემდე უნდა ვაუპატიუროთ ქართველი საზოგადოება ტელევიზორში "ნაციონალების" და მათი გოშია ფსევდოჟურნალისტების მოსმენის დაძალებით? ნუთუ არ არის გასაგები, რომ თუ კანონდამრღვევი პოლიტიკოსები, მოხელეები, მოსამართლეები და იდეოლოგები სამაგალითოდ და ჯგუფურად არ დაისჯებიან კანონის შესაბამისად, ერთიანი სამართლებრივი პროცესის ფარგლებში, მაშინ ახალ პოლიტიკოსებსა და მოხელეებს ვეღარაფერი შეაჩერებთ იმავე გზაზე? რა გადაარწმუნებს აწი მათ იმ აზრში, რომ შეგიძლია მოქალაქეებზე იძალადო, აუპატიურო, მილიონები წაართვა, მოჰპარო ფული გზებისა და შენობების სამშენებლო ხარჯებიდან და მერე დაუსჯელად დაჯდე ოპოზიციაში და იქიდან მათვე ჭკუა არიგო, ან სულაც დასავლეთს, შენს მენტორს, შეაფარო თავი და იქ იცხოვრო ნებისმიერ დასავლელ მოქალაქეზე დაცულად და დალხინებულად? შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტის დაუსჯელობამ ხომ არ შვა სააკაშვილის კორუმპირებული ელიტა? და მათი დაუსჯელობა რას შობს მომავალში? რა არის ერთი წლის განმავლობაში ორი კინკილა მერაბიშვილისა და ახალაიას დაკავება იმასთან შედარებით, რაც ამ ბანდამ გაუკეთა ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე?

აღნიშნავს ბიზნესმენი ლევან ვასაძე კვირის პალიტრაში გამოქვეყნებულ წერილში - "სამართლიანობის აღდგენა".

კომენტარები