განზრახ მკვლელობა

შსს-მ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

RFE/RL

შსს-მ განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ილია მ დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 აპრილს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დიეგო ყ. გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ზვიად ღ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დიეგო ყ. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო ზვიად ღ. მკურნალობას განაგრძობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით).

კომენტარები