ევროკომისიის რეკომენდაციები

ბრიუსელი საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებისკენ მოუწოდებს

ევროკომისიამ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის ნაწილი საქართველოს ეთმობა, სადაც გასული წლის მოვლენებია შეფასებული. ამასთან, ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს. 

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას, ფათომასშტაბიანი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებისკენ მოუწოდებს. ბრიუსელი საქართველოს უმცირესობების, მათ შორის სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკომისია უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების, თავდასხმებისა და ძალადობის შემთხვევების დაგმობის რეკომენდაციას იძლევა. ევროკომისია ასეთი ქმედებების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ მკაფიო გზავნილების გაკეთების რეკომენდაციით გამოდის. 

რეკომენდაციებს შორის სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაა დასახელებული. ევროკომისია სასამართლოს სრული დამოუკიდებლობისთვის სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის რეკომენდაციას იძლევა. ევროკომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და ზუსტად განსაზღვრული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას ურჩევს. ამასთან, ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საჭიროა, სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივაციის გარეშე წარმართვა, რათა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლის შესახებ შეხედულებები თავიდან უნდა იყოს აცილებული.

რეკომენდაციებში პროკურატურის საქმიანობა ცალკე არის გამოყოფილი და მასაც ანალოგიური ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.

ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ ზოგადად, მედიაგარემო გაუმჯობესდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა, მაგრამ იგი კვლავ პოლიტიკურად პოლარიზებულია. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ საქართველომ შრომის კოდექსშინ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი ახალი შრომის კოდექსი მიიღო, რაც ევროკავშირის დიდი ხნის მოთხოვნა იყო. თუმცა, ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მისი სწორი იმპლემენტაცია კვლავ პრობლემურია. 

კომენტარები