ლევან ბობოხიძის დაკავება

პროკურატურამ აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე დააკავეს. როგორც ტაბულას მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ბობოხიძე დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ დააკავა. მისი დაკავების მიზეზი ამ დროისთვის არ სახელდება. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თემურ დოლიძე ამბობს, რომ უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.

”დასავლეთ საქართველოს პროკურატურიდან ცნობას ველოდებით და რელიზი მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე აიტვირთება. სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს”, -ამბობს  დოლიძე.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად ლევან ბობოხიძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. 

აკაკი ბობოხიძის ძმა წელს სასამართლოს უპატივცემულობისათვის იყო დაკავებული. ხონის გამგებლის, ზურაბ ჯიბუხაიასა და მისი მოადგილის ბესარიონ ჭელიძის სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ლევან ბობოხიძემ სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს.  

კომენტარები