უკრაინის კრიზისი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა

Pakistan's FM Qureshi speaks during a plenary meeting of the 64th General Assembly Session of the United Nations
Lucas Jackson / REUTERS

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის შესახებ, რომლითაც ასამბლეა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს. რეზოლუცია ყირიმის რეფერენდუმს არალეგიტიმურად აღიარებს და მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს მისი შედეგები არ ცნონ.

უკრაინის, კანადის, კოსტა-რიკის, ლიტვისა დან პოლონეთის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი 100 გაეროს წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ 11-მა მისცა ხმა, 58-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა შორის, რუსეთის გარდა, არიან სომხეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, სირია და ვენესუელა.

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, დოკუმენტის თანაავტორობის სურვილი, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველომაც გამოთქვა.

როგორც კენჭისყრის შემდეგ გაერო-ში აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ეს რეზოლუცია ამტკიცებს, რომ „სახელმწიფოთა საზღვრები ნამდვილად არსებობს". „ჩვენ პატივს მცემთ უკრაინის უფლებებს, რადგან ეს ჩვენი უფლებებიცაა", - განაცხადა დიპლომატმა.

რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მიღებული შედეგით კმაყოფილია და რუსეთმა "პოლიტიკური და მორალური გამარჯვება მოიპოვა".  ჩურკინის განცხადებით, "ამ სიტუაციაში რუსეთის  იზილაციაზე საუბარი ზედმეტია". 

თავის მხრივ, ჩინეთის წარმომადგენელმა, რომელმაც თავი შეიკავა, განაცადა, რომ მის ქვეყანას კონფრონტაციის გამწვავება არ სურს და სიტუაციის პოლიტიკურად დარეგულირებისთვის საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას ემხრობა.

კომენტარები