შარშან შემოდგომაზე ამოქმედებული კონსტიტუციური რეფორმის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეიკვეცა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ის აღარ არის მთავარი აღმასრულებელი მოხელე, და აღარ განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პრეროგატივები დარჩა - ის არის სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელი. ამას გარდა, პრეზიდენტი არის ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.
როგორ ართმევს თავს მარგველაშვილი კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობებს? რამდენად აძლევენ მას მთავრობა და პარლამენტი ქვეყნის მთავარი კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას?
გადაცემის სტუმრები: პალიკო კუბლაშვილი, გია ნოდია, მამუკა კაციტაძე.




