საქართველოს კულტურის სამინისტრო

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ერთი თვით შვებულებაში გავიდა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ხმებს მინისტრის, გურამ ოდიშარიას გადადგომის შესახებ. როგორც ტაბულას კულტურის სამინისტროში განუცხადეს - მინისტრი ”არ გადამდგარა, ის არის გასული შვებულებაში 1 თვით, ამ დროისთვის მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი".

როგორც მინისტრმა ოდიშარიამ netgazeti.ge-ს განუცხადა, ის ერთთვიანი შვებულებით სრულად არ ისარგებლებს.

”შვებულებით არ მისარგებლია შარშან. დილით, ათ საათზე სამსახურში რომ მოვდივარ, ღამის 12 საათამდე არ გავდივარ. ასე რომ, რამდენიმე დღე მინდა რომ დავისვენო. ოფიციალური შვებულება 11 აპრილამდე მაქვს, მაგრამ ადრე გამოვალ - ასე, მარტის ბოლოს. მინდა ჩემს აგარაკზე, ბულაჩაურში განვმარტოვდე და რაღაც-რაღაცები დავწერო... ვბრუნდები, ოღონდ უფრო დასვენებული და ახალი იდეებით სავსე, იმიტომ, რომ მე საშუალებაც არ მქონდა თუნდაც პატარა წერილები მეწერა, გაზეთებისთვის პასუხი გამეცა. ამ დღეებში უფრო მოვიცლი", - განუცხადა ნეტგაზეთს მინისტრმა.

კომენტარები