უკრაინა

მიხაილ ხოდორკოვსკი კიევში ჩავიდა

მიხაილ ხოდორკოვსკი კიევში ჩავიდა. მისი თქმით, სურს თავად გაერკვეს ადგილზე შექმნილ სიტუაციაში და პროგნოზების გაკეთებას არ აპირებს . 

"უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია. აქ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად ჩამოვედი და ლექციაზე ვიტყვი ყველაფერს, რისი თქმაც მსურს. ახლა კი მინდა, კოლეგებთან ერთად ვნახო, რა ხდება და რა იყო მანამდე. არ მინდა რაღაც პარალელების გავლება, მხოლოდ მსურს, რომ გავერკვე, რა მოხდა, შთაბეჭდილებებზე ლაპარაკი არ მსურს", - განუცხადა ხოდორკოვსკიმ რუსთავი 2-ს. 

კომენტარები