კვიციანი საქართველოში დაბრუნდა

ემზარ კვიციანი შსს-მ თბილისის აეროპორტში დააკავა

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი შსს-მ საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავა, - ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

კვიციანი საქართველოში 2006 წლიდან იძებნება. მას ბრალი სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება. 

კომენტარები