სამთავრობო ცვლილებები უკრაინაში

უკრაინის პრემიერმინისტრად რადამ იაცენიუკი დაამტკიცა

არსენი იაცენიუკი

უკრაინის უმაღლესმა რადამ ფრაქცია Батькивщина-ს ლიდერი არსენი იაცენიუკი უკრაინის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი რადას 371-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რადას სპიკერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ხელი უკვე მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს, რის შემდეგაც იაცენიუკმა დარბაზში პრემიერის ადგილი დაიკავა.

პარლამენტართა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის ახალმა პრემიერმინისტრმა იმ ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსის საფრთხეზე ისაუბრა, რომლის წინაშეც უკრაინა იმყოფება.

უმაღლესმა რადამ დღესვე თავდაცვის მინისტრის პოსტზე ადმირალი იგორ ტენიუხი აირჩია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად - ანდრეი დეშიცი.

კომენტარები