პარლამენტი

პარლამენტარმა გია ცაგარეიშვილმა პარლამენტარ აკაკი ბობოხიძეს ბოთლი ესროლა

გია ცაგარეიშვილი ბოთლის სროლისას

პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ცაგარეიშვილსა და უმცირესობის წარმომადგენელ ააკკი ბობოხიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გაიმართა, რის შემდეგაც გია ცაგარეიშვილმა ბობოხიძეს წყლის ბოთლი ესროლა, თუმცა, ნივთი დეპუტატს არ მოხვედრია.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტუაციის განმუხტვა და დეპუტატების დაწყნარება სცადა, თუმცა, უშედეგოდ. სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტარებს შორის არჩევნებზე საუბარმა გამოიწვია. გია ცაგარეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი, აკაკი ბობოხიძემ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა:

"პირდაპირ ჩვენს თვალწინ სერიოზული პროცესი მიდის, გია ცაგარეიშვილი აშკარად კაცდება. ადრე თუ ცრემლი მოსდიოდა თავიდან ეგეთი ტირადების წარმოთქმის დროს, ახლა უკვე უცრემლოდ ლაპარაკობს", - მიმართა აკაკი ბობიხიძემ გია ცაგარეიშვილს, რის შემდეგაც საპასუხო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით ბობოხიძეს მიკროფონი გამოურთეს, თუმცა, დეპუტატებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა მაინც გააგრძელეს.

"მაგრად მაინტერესებს მერე რას იზამ, რომ აგყვე, შე დუქნის ლომო, თუ როგორაა იმ ფილმში?" - მიმართა აკაკი ბობოხიძემ გია ცაგარეიშვილს, რის შემდეგაც ცაგარეიშვილმა წყლის ბოთლი ისროლა ბობოხიძის მიმართულებით. მისი შეკავება სხვა დეპუტატებმა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს.

დავით უსუფაშვილის მოთხოვნით, გია ცაგარეიშვილი დარბაზიდან გაიყვანეს, აკაკი ბობოხიძე კი ტრიბუნიდან ჩაიყვანეს.

კომენტარები