საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ზაქარეიშვილი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრას მიესალმება

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრას მიესალმება.

"მივესალმები ასეთ შეხვედრებს, თუ ეს იქნება კარგად მომზადებული, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ რაღაც პროცესი შეიძლება დაიწყოს. უარესი რაც შეიძლება იყოს და რასაც მე არ ველოდები, არის ის, რომ როცა ასეთი შეხვედრების შემდეგ ყველა რწმუნდება, რომ ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ გარკვეული პროცესისგან. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ამ ტიპის შეხვედრა, რათა ყველამ დავაფიქსიროთ სად ვიმყოფებით. მე ღრმად მწამს, რომ ამ ტიპის შეხვედრა უნდა შედგეს და ღრმად მწამს, რომ აუცილებლად დაიწყება პროცესი", - თქვა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, როდესაც ორ ქვეყანას შორის არსებობს ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტი და როდესაც თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე საქართველო-რუსეთს შორის შუამავლების მეშვეობით მოეწერა ხელი, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა. თუმცა, ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ერთ შეხვედრაზე ყველაფერი არ გაკეთდება და დეოკუპაციის საკითხის გადაჭრა ერთ დღეში ვერ მოხდება.

კომენტარები