გაეროს მოსახლეობის ფონდი

ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი: თბილისი შევარჩიეთ სტრატეგიული მნიშვნელობის გამო

გაეროს მოსახლეობის ფონდი

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრაზე საქართველოსთვის 2014 წლის პრიორიტეტები განიხილეს. შეხვედრას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ბაბატუნდე ოსოტიმეჰინიც დაესწრო. კონფერენციაზე ქალთა უფლებები, ასევე ახალგაზრდა გოგონების ჯანმრთელობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმების საკითხებსაც.

"ჩვენ თბილისი შევარჩიეთ სტრატეგიული მნიშვნელობის გამო და იმ სამუშაოდან გამომდინარე, რასაც ვახორციელებთ. ჩვენ ძირითადად განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების უფლებები. ასევე რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები. ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება განვაგრძოთ მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ხალხის კეთილდღეობა და უფრო მეტი ხელმისაწვდომობა საქართველოს საზოგადოებისთვის", - განაცხადა ბაბატუნდე ოსოტიმეჰინმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი სამინისტროების ხელმძღვანელებს. შეხვედრებზე განიხილავენ მომავალი თანამშრომლობის საკითხებს ICPD-ის სამოქმედო პროგრამის განხორციელების ჭრილში. 

კომენტარები