გიგი უგულავა

უგულავა: პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვიყრი კენჭს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა კენჭს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე იყრის. როგორც უგულავამ გუშინ, ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა რეაქციაში განაცხადა. კენჭისყრა 1-ელ მარტს, ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გაიმართება.

"მე 1-ელ მარტს, როცა ჩატარდება ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, ვაპირებ კენჭი ვიყარო პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. რაც შეეხება ჩემს დანარჩენ პოლიტიკურ გეგმებს, ამაზე სწორედ 1-ელ მარტს ვისაუბრებ", - აღნიშნა უგულავამ.

გიგი უგულავას თბილისის მერის უფლებამოსილება 2013 წლის 22 დეკემბრის ღამეს, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შეუჩერა.

კომენტარები