რელიგიის კომისია

ღარიბაშვილი: რელიგიების დაფინანსება არ ნიშნავს, რომ კონტროლის დაწესება გვინდა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

წლების განმავლობაში დაფინანსება გამოყოფილი იყო მხოლოდ მართლმადიდებული ეკლესიისთვის - ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომისია და გამოვყავით ის ოთხი რელიგია, რომელიც ჩვენ უკვე ჩავსვით დაფინანსებაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

"ეს რელიგიებიც იყვნენ ჩაგრული და რეპრესირებული საბჭოთა დროს და იქნებოდა ერთგვარი მაკომპენსირებელი, თუ გადვუხდიდით პროპორციულად გარკვეულ ანაზღაურებას. ამაში ცუდი არაფერი არ არის. დადასტურებაა პატივისცემის სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, "ამ საკითების დარეგულირება არ გულისხმობს ჩვენს სურვილს კონტროლის დაწესების კუთხით - ჩვენ გამოვთქვით კეთილი ნება რომ კომპენსაცია გამოინახოს მათთვის".

კომენტარები