შირლი თემფლი

85 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი შირლი თემფლი გარდაიცვალა

cbslocal.com

85 წლის ასაკში ყოფილი ამერიკელი მსახიობი შირლი თემფლი გარდაიცვალა.

ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბავშვ მსახიობად აღიარებულმა თემფლიმ, პირველი როლი სამი წლის ასაკში მიიღო, ექვსი წლისამ კი ოსკარი მოიპოვა და დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აქვს.

1950 წელს თემფლი, 21 წლის ასაკში კინოდან წავიდა და ბედი პოლიტიკაში სცადა. შირლი თემფლი ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელების კანდიდატი იყო და დიპლომატადაც მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის განასა და ჩეხოსლოვაკიაში აშშ-ის ელჩი იყო.

”ხუჭუჭა”, ”პატარა მეამბოხე”, ”ჰეიდი” და ”კაშკაშა თვალები” შირლი თემფლის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფილმებია. 

კომენტარები