პრეზიდენტის ადმინისტრაცია

კალაძე პრეზიდენტის გაზით მომარაგებაზე: ალტერნატიული წყაროების შესახებ ვიცით

Kakha Kaladze
Tabula

ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტის სასახლე ელექტროენერგიის და გაზის ალტერნატიული წყაროებით მარაგდება. ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

"არ ვიცი, სააკაშვილმა იცოდა თუ არა, რომ მისი ადმინისტრაცია გაზს იპარავდა, მაგრამ რესტორანი, რომელიც იქ მომუშავე ადამიანებს კვებავდა, გაზს არალეგალურად მოიხმარდა", - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, როცა მოქალაქეს ეუბნები, რომ გაზი არ უნდა მოიპაროს, არც თავად უნდა აკეთებდე ამას.

კახა კალაძის თქმით, რადგან მრიცხველი არ იყო, დავალიანების ოდენობა გაურკვეველია: "ალბათ დაახლოებით გამოითვლება და სახელმწიფო ჯარიმას გადაიხდის".

კომენტარები