რწმუნებულების დაკავება

საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის ორი სოფლის რწმუნებულები დააკავა

geonews.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, სალიბაურისა და კაპრეშუმის რწმუნებულები ლევან ცეცხლაძე და დავით თურმანიძე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი სიყალბის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დაუფლება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთების ფიზიკურ პირებზე უკანონოდ რეგისტრაციისთვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტები გასცეს, რითაც მოქალაქეები უკანონოდ დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 169 541 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები