NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ქართველი სამხედროებისადმი დიდი პატივისცემის დასტურად მიიჩნევს. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ეს არის ვიზიტი, რომელიც შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეული რეფორმების წარმატებებს. NATO არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სამხედრო ნაწილში სწორედ, თუ რამხელა პროგრესი აქვს საქართველოს იქნება შეფასებული. მინდა თამამად, მოურიდებლად ვთქვა, რომ ქართველი ჯარისკაცების მაღალი კვალიფიკაცია უკვე შეფასებულია როგორც თავსებადი NATO-სთან. მათ აქვთ სრული განცდა, რომ ურთიერთობენ არა NATO-ს მომავალ წევრს ქვეყანასთან, არამედ როგორც უკვე შემდგარ NATO-ს წევრთან“, - აღნიშნა ალასანიამ.
მინისტრის განცხადებით, NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც იქნება განხილული. მისივე თქმით, ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდება საქართველოს დიდ სატრანზიტო და ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე. მისივე განმარტებით, NATO-ს სამხედრო კომიტეტი არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, თუმცა მისი წევრები მსჯელობენ, თუ რამდენად მზად არის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანა მზად NATO-ს წევრობისთვის.





