მთავარი პროკურორის თანამდებობა

მთავარი პროკურორის პოსტზე გიორგი ბადაშვილის კანდიდატურა წარადგინეს

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პრემიერმინისტრს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ამჟამინდელი უფროსის, გიორგი ბადაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

გიორგი ბადაშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ, სხვადასხვა დროს − ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე. პროფესიით იურისტია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იკავებს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის პოსტს.

კომენტარები