თეორემა

პრემიერის ეკონომიკური ხედვა

"ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი გამოწვევაა, მომავალი წლიდან ჩვენს ქვეყანაში გაიხსნება მრავალი ახალი საწარმო და ამით დაიწყება ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებისთვის, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომ ექსპორტმა ჩაანაცვლოს იმპორტი" - ამ სიტყვებით მოგვილოცა ახალი წელი ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღმშენებლობითი პროცესების შეუქცევად ფაზაში შესვლის შესახებ ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. თუმცა შარშან დაპირებული 100 ახალი ქარხნის გახსნა ვერ მოხერხდა, ისევე როგორც არ განახევრებულა კომუნალური ტარიფები და საწვავზე ფასები, პენსია არ გაზრდილა საარსებო მინიმუმამდე და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად ბიუჯეტში მილიარდზე მეტი დანაკლისი მივიღეთ, ხოლო წელს მთავრობას დამატებით თითქმის მილიარდნახევარი ვალის აღება უწევს. მიუხედავად ამისა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ "სრულიად არ ეთანხმება ეკონომიკის დაღმასვლას."

ემზარ ჯგერენაია, კახა ბენდუქიძე, ნინო ევგენიძე, დემურ გიორხელიძე პრემიერის ეკონომიკური ხედვის შესახებ, თეორემას პირველ და მეორე ნაწილში.

კომენტარები