შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ბიძინა ბ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ 68 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინი ამოიღო.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.





