რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა: რა დროს დემოკრატიაა

პატრული ეზოში რომ შემოგივარდებათ, იქნებ ივანიშვილს მიმართოთ! სიდედრი თუ აგიმხედრდათ, იქნებ ბატონ ბიძინას სთხოვოთ დახმარება?! ის უცნაური ქაჯები, თავზე რომ გაჯდნენ 10 წელი, პატარა წინააღმდეგობა მაინც გაგეწიათ! ახლა მაინც მოდით გონს, ხალხო! რა დროს მიტინგებია ორსულობის წინააღმდეგ, ჯერ ბოროტება და ცოცხები ამოგლიჯეთ საკუთარი სულებიდან. რა დროს დემოკრატიაა, როცა ჯერ ჯალათებთან ერთად შარდენზე, ვითომ კანტზე რომ საუბრობთ უნიჭო სექსით აფეთქებულნი... ო, საქართველო, ნუთუ ერთი ელექტრაც არ დაიბადება შენ წიაღში, შური რომ იძიოს დამცირების გამო! ამ-ვან-ამ!

რეჟისორმა რობერტ სტურუამ აღნიშნული მოსაზრება ფეისბუქში, თავის პირად გვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნა.

კომენტარები