თბილისის მერია

თბილისის მერიამ ახალი შუქნიშნების შესახებ განცხადება გაავრცელა

tbilisi.gov.ge

თბილისის მერიამ ახალი ავტომატიზირებული შუქნიშნების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც მათი თქმით ახალი შუქნიშნები მანქანების უფრო დიდი ნაკადის გატარებას უზრუნველყოფს.
"ახალი შუქნიშნები ავტომატიზირებულია და დეტექტორების მიერ, დათვლილი და მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, უზრუნველყოფს გზაჯვარედინზე შუქნიშნის ისეთ რეგულირებას, რომლის დროსაც მწვანე ფერი, იმ მხარეს საიდანაც მეტი რაოდენობის მანქანა მოძრაობს დროის კონკრეტულ მონაკვეთში მეტი ხნით ენთოს. ყოველივე ეს უზრუნველყოფს გზაჯვარედინზე მანქანების უფრო დიდი ნაკადების გატარებას, ვიდრე ეს ძველი შუქნიშნების პირობებში იყო შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები