ლუკა კურტანიძე

კურტანიძე: თებერვლიდან აქტიურ სპორტში ვბრუნდები

ლუკა კურტანიძე

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე, სპორტსმენის კარიერას განაახლებს, ამის შესახებ 41 წლის მოჭიდავემ გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა. კურტანიძის თქმით, თებერვალში ირანში, უკვე პირველ ტურნირზე იასპარეზებს.

"მთელი წელი ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ნაკრებებთან ერთად რამდენიმე შეკრება გავიარე, მოჭიდავეებს სპარინგპარტნიორობას ვუწევდი... ფორმა აღვიდგინე და როცა მივხვდი, რომ ოპტიმალურ კონდიციაში ვარ, აქტიურ სპორტში დაბრუნება გადავწყვიტე. პირად მწვრთნელად რეზო მინდორაშვილი ავირჩიე. შევეცდები, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონკურენცია ავამაღლო, თებერვლის დასაწყისში კი ირანში "ტახტის ტურნირზე" მოვსინჯავ ძალას", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

შეგახსენებთ, რომ კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად 2012 წლის დეკემბერში აირჩიეს. თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, 2013 წელი ქართველ მოჭიდავეებს მნიშვნელოვანი ჯილდო ფაქტობრივად არ მოუპოვებიათ.

კომენტარები