სამთავრობო ცვლილება

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებს ჯერ არ გეგმავს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ცვლილებებს არ გეგმავს.

"ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდა არაერთი ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებაზე. ვაცხადებთ, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი, კანონმდებლობის თანახმად, დანიშნავს ახალ მთავარ პროკურორს. სხვა საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის.

ჩვენ მზად ვართ მედიას ოპერატიულად მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია ნებისმიერ სიახლეზე. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება", - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს, 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები