საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2013 წლის ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს სრული დეპოლიტიზაცია მოხდა. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ზეწოლის არცერთ ფაქტს თავდაცვის სამინისტროში ადგილი არ ჰქონია.
"საპრეზიდენტო არჩევნები თავდაცვის სამინისტროში შეირაღებულ ძალებში სამაგალითოდ ჩატარდა. ასევე აღვნიშნავ და დადასტურებად მოვიყვან იმას, რომ შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების 70%-მა საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცა ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში. ხაზს გავუსვამ - ერთი ფაქტიც კი, უმრავლესობის კანდიდატის მხარდაჭერისთვის, არ დაფიქსირებულა შეიარაღებულ ძალებში. უპრეცედენტოდ, იდეალურად ჩატარდა არჩევნები. ეს იმის დასტურია, რომ სრული დეპოლიტიზაცია განხორციელდა თავდაცვის სისტემის და შეიარაღებული ძალების. 30% იყო მხოლოდ ისეთი კატეგორია სამხედრო მოსამსახურეების, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში სპეციალური სიებით, სპეციალურ უბნებში მისცეს ხმა. მინდა შეგახსენოთ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია არასდროს საქართველოს შეირაღებული ძალების ისტორიაში. 100% სამხედრო მოსამსახურეების სპეცუბნებზე აძლევდნენ ხმას და როგორი პოლიტიკური ზეწოლა იყო, ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს", - განაცხადა ალასანიამ.





