ოთარ ფარცხალაძის საქმე

პრემიერი: ოთარ ფარცხალაძე არის ნასამართლევი და მან ეს სასჯელი მოიხადა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ნამდვილად ნასამართლევია და მან ეს სასჯელი გერმანიაში მოიხადა. ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის ნასამართლობა რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში დაადასტურა.

"ფარცხალაძე არის ნასამართლევი, მან ეს სასჯელი მოიხადა გერმანიაში", - ამბობს პრემიერი გადაცემა პოზიციის ანონსში და აღნიშნავს, რომ ამაზე ხმაური გადაჭარბებულია.

ცნობისთვის, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე  გერმანიაში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ფარცხალაძის განმარტებით, ინციდენტი გერმანიაში ნამდვილად შეემთხვა, თუმცა, მისი თქმით, ეს გაუგებრობა იყო და სასამართლომ პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა დაუდგინა.

კომენტარები