ფოკუსი

მთავარი პროკურორის განმარტება

მთავარი პროკურორი ნასამართლეობის შესახებ ბრალდებებს პასუხობს. რამდენად დამაჯერებელია მისი განმარტება და იცოდა თუ არა ოთარ ფარცხალაძის ბიოგრაფიის დეტალები წინა ხელისუფლებამ, როდესაც ის გარკვეულ თანამდებობებს იკავებდა - ამის შესახებ ჩვენს კითხვებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან თარხნიშვილი პასუხობს.
გადაცემის მეორე ნაწილში ფოკუსის სტუმრები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე, იურისტი გიორგი მელაძე და სტუდია მონიტორის ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი არიან.

კომენტარები