საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბარათაშვილი GPB-ის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას შეუდგა

გიორგი ბარათაშვილი
Media.ge / Media.ge

გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. მაუწყებლის ცნობით, თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი მაუწყებელს 24 დეკემბერს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარათაშვილმა სასამართლოს მიმართა - გაეუქმებინა 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მას უნდობლობა გამოუცხადა და დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. ბარათაშვილი ასევე ითხოვდა 6 სექტემბრის შემდგომი პერიოდის სახელფასო ანაზღაურებას. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მეორედ აღადგინა.

ცნობისთვის, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა.

პირველად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტში - არხზე შექმნილი დაძაბული და არაჯანსაღი კლიმატის ვერაღკვეთისთვის - გაათავისუფლა. ბარათაშვილმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა, რომლის გადაწყვეტილებითაც, საბჭოს გადაწყვეტილება გაბათილდა.

მეორედ კი, სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან სექტემბერში გადააყენა.

კომენტარები