ამნისტიის კანონი რუსეთში

Pussy Riot-ის წევრმა მარია ალიოხინამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

polit.ru

პანკჯგუფ Pussy Riot-ის წევრმა მარია ალიოხინამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, მსჯავრდებულის ადვოკატი და Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრის ნადია ტოლოკონიკოვას მეუღლე ადასტურებენ. ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დღის მეორე ნახევარში ციხეს ნადია ტოლოკონიკოვაც დატოვებს. Pussy Riot-ის წევრების გათავისუფლება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ამნისტიის შედეგად გახდა შესაძლებელი.

2012 წლის 21 თებერვალს პუსი რაიოტის წევრები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში შესრულებული პანკლოცვის - "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!"- გამო გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა რელიგიურად მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით მიუსაჯეს.

კომენტარები