დიდთოვლობა

უამინდობის გამო, გზებზე კვლავ გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული

უამინდობის გამო, გზებზე კვლავ გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო მლეთა-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიან, ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებს გადაადგილება გვირაბებში შეუძლიათ ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

საქართველოში 17 დეკემბრიდან გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლის სვეტლანა ნიორაძის თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ნალექი. მისივე პროგნოზით, 15 დეკემბერს მთელი დღე გაგრძელდება თოვა დასავლეთ საქართვლოში, აღმოსავლეთში ქარი გაძლიერდება, ხოლო 17 დეკემბრიდან უნალექო ამინდებია მთელს საქართველოში.

კომენტარები