ფოკუსი

დაძაბულობა უკრაინაში

კიევში ტაბულას გადამღებ ჯგუფს უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარს უკვე მოყვა გამოხმაურება მედიის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების მხრიდან - დიმიტრი ავალიანის ჩართვა კიევიდან.
ასევე: ინტერვიუ The Economist-ის საერთაშორისო რედაქტორთან ედვარდ ლუკასთან. მას დღეს ტაბულას დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი უკრაინის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირის, რუსეთისა და საქართველოს შესახებ ესაუბრა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს პასუხობენ: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები