ძალიან ბევრმა ადამიანმა იპოვა მასთან საერთო ენა და ამიტომაც საოცრად პოზიტიური შეხვედრები გაიმართა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ისეთი იმიჯი შექმნა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გარდა საქართველოს სხვა ლიდერი არ ჰყავდა და არც ეყოლებოდა. მე მინდა კმაყოფილებით გითხრათ, რომ ევროპელი ლიდერები გიორგი მარგველაშვილით გარკვეულწილად გაოცებულები იყვნენ. მისი დებიუტი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის და უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო-პოლიტიკური კუთხით, საოცრად წარმატებული იყო
პრეზიდენტის მრჩეველი: ევროპელი ლიდერები მარგველაშვილით გაოცებულები იყვნენ
tbl.ge/kfa
დაკოპირდა

პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ვანო მაჭავარიანმა, გიორგი მარგველაშვილის ვილნიუსში გამართული შეხვედრები ჟურნალისტებთან შეაფასა.




