სავიზო რეჟიმის გამკაცრება

ფანჯიკიძე: დაგეგმილი გვაქვს სავიზო რეჟიმის მოწესრიგება და არა გამკაცრება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სავიზო რეჟიმის მოწესრიგება და არა მისი გამკაცრება. ასე ხსნის ფანჯიკიძე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია. ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის გადახედვა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის ფარგლებში არებულ ვალდებულებას უკავშირდება.

"ამ პროცესში ხდება არა გამკაცრება, არამედ სავიზო რეჟიმის მოწესრიგება, რადგან პროცესი მიშვებული იყო და საქართველოს ცალმხრივად 122 ქვეყანასთან გაუქმებული ჰქონდა სავიზო რეჟიმი. მოწესრიგების ფარგლებში შეიძლება ზოგიერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი აღდგეს, რაც გამკაცრებას არ ნიშნავს. ეს მხოლოდ მოწესრიგების პროცესია", - თქვა ფანჯიკიძემ.

მაია ფანჯიკიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს იმ სახელმწიფოებს, სადაც სავიზო რეჟიმის აღდგენაა მოსალოდნელი.

კომენტარები