ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის რვა მდივანი აირჩია

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ არჩევნებზე პარტიის მდივნები აირჩიეს. 29 ნოემბერს, პარტიის გენერალურმა მდივნმა, ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ენმ-ს 10 კანდიდატურა წარუდგინა, რომელთაგან ორმა, დავით კირკიტაძემ და ნინო კალანდაძემ არჩევნებზე კანდიდატურები მოხსნეს.

პოლიტიკურ მდივნად ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი გახდა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი იქნება, საორგანიზაციო მდივანი - გიორგი ვაშაძე.

აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე მიხეილ მაჭავარიანი აირჩიეს, რეგიონალურ მდივნად - ნუგზარ წიკლაური. ადმინისტრაციული მდივანი ხათუნა გოგორიშვილი გახდა, მედიამდივნის თანამდებობა ირმა ნადირაშვილმა დაიკავა.

კომენტარები