ფოკუსი

მინარეთი /თამბაქოზე კონტროლი /ლარის გაუფასურება

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მოხსნილი მინარეთი წუხელ, გვიან ღამით პირვანდელ ადგილზე დააბრუნეს. მინარეთი სოფელშივე დასაწყობებული და დალუქული იყო, მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს ის შემოსავლების სამსახურმა მოჭრა. უფრო დაწვრილებით მინარეთის გარშემო განვითარებული ამბის შესახებ ტაბულას ჟურნალისტი, ლევან სუთიძე გვიამბობს, რომელიც დღეს ჭელაში იმყოფებოდა.

გადაცემის მეორე ბლოკში: თამბაქოზე კონტროლი მკაცრდება - მთავრობამ თამბაქოს კონტროლის მომდევნო 5 წლიანი გეგმა დაამტკიცა. როგორია ახალი წესები და მათი აღსრულების მექანიზმები - ჩვენს კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პასუხობს.

ფოკუსის დასკვნით ნაწილში ლარის კურისის მერყეობაზე, ამის შესაძლო მიზეზებსა და შედეგებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარი ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი გია ჯანდიერია.

კომენტარები