რუსული ემბარგო

აბაშიძე: თუ რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა, ეს არ დაგვაქცევს

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის მდგომარეობასთან საქართველოს შედარება არასწორია. დღევანდელ პრესკონფერენციაზე აბაშიძეს ჰკითხეს, ემბარგოს მოხსნის საკითხს რუსეთი საქართველოზე ზეწოლის ბერკეტად ხომ არ გამოიყენებს. პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, უკრაინის შემთხვევაში გაცილებით სხვა მასშტაბებია და ეკონომიკურად, უკრაინა გაცილებით დამოკიდებულია რუსეთზე.

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ თუ რუსეთმა ზეწოლის მიზნით საქართველოს პროდუქციას ემბარგო ისევ დაუწესა, ეს ქვეყანას არ დააქცევს.

"ღვინის ის მოცულობა, 15 მილიონი ბოთლი, ერთი გემი, რომელიც წავიდა, არ არის ისეთი მოცულობა, რომ რაღაც მოხდეს და ამან დაგვაქციოს. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ამ პრობლემას გადავლახავთ. ეს პოლიტიკურად რუსეთისთვის არაფრის მომტანი არ იქნება და ვერ ვხვდები, ასეთი ნაბიჯით რუსეთმა რა ხეირს უნდა მიაღწიოს", - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ამის მიზეზად, რუსეთის მიერ ეკონომიკური ზეწოლა სახელდება.

კომენტარები