მედიაკონკურსი

"ღია საზოგადოება-საქართველო"-მ მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

www.edu.aris.ge

ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო“ მედიაკონკურსში „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“ ხუთი გამარჯვებულებული ჟურნალისტი გამოავლინა. საუკეთესო სტატიების ნომინაციაში "ტაბულას" ჟურნალისტმა, ანუკა გოგოსაშვილმა, პირველი ადგილი დაიკავა სტატიისთვის "აუტისტი და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შესახებ". კონკურსში საუკეთესო სტატიისათვის  საპრიზო ადგილები დაიკავეს ირმა კახურაშვილმა (გაზეთი „Georgia Today”), მანანა ქველიაშვილიძემ (გაზეთი „ბათუმელები“) და ნანა ლომიძემ (გაზეთი „Weekend“).  რაც შეეხება საუკეთესო მულტიმედია ნამუშევარს, ამ კატეგორიაში გამარჯვებული გურამ მაცხონაშვილი გახდა "იდენტობის" ვებ-გვერდისთვის შექმნილი მასალისთვის. 

კონკურსი მიზნად ისახავდა მედიის ყურადღების გამახვილებას პალიატური მზრუნველობის ქვეშ მყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, აივ ინფიცირებულ და შიდსით დაავადებულ ადამიანთა უფლებებზე. "ტაბულას" ჟურნალისტის, ანუკა გოგოსაშვილის სტატია ეხებოდა აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე 18 წლამდე ბავშვების პრობლემებს ჩვილობის ასაკში, საბავშვო ბაღში, სკოლაში და საზოგადოების დამოკიდებულების კუთხით. 

 

 

კომენტარები