ფოკუსი

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით ნახევარი წლით ადრე თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც მთავრობამ უკვე მოიწონა, რამდენიმე სიახლეს მოიცავს - მათ შორის, იმას, რომ გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და გარდა დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა, ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. კოდექსს მომხრეებთან ერთად კრიტიკოსებიც ჰყავს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი კოდექსის პროექტის არსებული სახით დამტკიცებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ის, ნაცვლად დეცენტრალიზაციისა, მეტ ცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს.

ამ თემებზე ჩვენ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკთან, საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელ დავით მელუასთან და დეპუტატ გიორგი თევდორაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

კომენტარები