უკრაინა

უკრაინის პრემიერი მზადაა დატოვოს თანამდებობა თუ მისი არგუმენტები უსაფუძვლოა

wikipedia.org

უკრაინის პრემიერმინისტრმა ნიკალაი აზაროვმა გამოთქვა მზადყოფნა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, თუ მისი არგუმენტები ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ინტერ"-ში სტუმრობისას, დეპუტატ დავით ჟვანიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ აზაროვმა და ვიცეპრემიერმა იური ბოიკომ პასუხი უნდა აგონ ევროინტეგრაციის შაშლაზე და გადადგნენ.

21 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მომდევნო დღეს უკრაინის სახელმწიფო წყობილებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენელმა და სახალხო დეპუტატმა პარტია რეგიონებიდან - დავით ჟვანიამ ტელეკომპანია BBC-ის განუცხადა, რომ კაბინეტის გადაწყვეტილება სახელმწიფო გადატრიალებაა. კიევში ევროინტეგრაციის ჩაშლის საწინააღმდეგო გამოსვლები, ხვალ, 24 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ბოლო გამოკითხვებით, უკრაინელთა 58% ევროინტეგრაციის მომხრეა. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოპოზიცია დაუყოვნებლივ მოითხოვდა პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და აზაროვის მისვლას და მათი სიტყვებით ”ანტიკონსტიტუციური და ვასალური აქტის” შესახებ განმარტებებსა და მათ გადადგომას. სავარაუდოდ ხვალ დაგეგმილ აქციაზე სწორედ ეს მოთხოვნება გაისმება. თუმცა კიევის ცენტრში დაგეგმილ აქციას მოქალაქეთა ნაწილი არ დაელოდა და ქუჩაში ევროკავშირის დროშებით გამოვიდა.

კომენტარები